დაიგეგმა მესამე ეტაპის სამუშაო შეხვედრები ქიმიის მასწავლებლებთან

31 მარტს, პროექტ - „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის შექმნის“ ფარგლებში, ჩატარდა მენტორთა მესამე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა შედგა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული მესამე სამუშაო შეხვედრების ფორმატი. მენტორებმა და მოდულის ავტორებმა იმუშავეს და შეჯერდნენ სამიზნე ჯგუფებში ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის დარეგისტრირების და საიტზე www.chemclub.edu.ge მასალების განთავსების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების პორტალი, სადაც უკვე დარეგისტრირებულია და მონაცემების განთავსების პროცესშია 60-მდე კლუბი. აპრილში, მესამე სამუშაო შეხვედრების ციკლის დაწყებისთანავე იგეგმება, პორტალზე ახალი კლუბების აქტიური განთავსება.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.



.

მასალა მომზადებულია ნათია ოჩხიკიძის მიერ

  

გამოქვეყნებულია: 12-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას