მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისის ევროპულ სკოლაში.

17 მარტს ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისის ევროპულ სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სკოლების  ქიმიის მასწავლებელები. შეხვედრის თემა იყო პროექტებით სწავლება. მონაწილეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - ასპირინში სალიცილის მჟავას განსაზღვრა და შექმნეს პროექტის მოკლე მონახაზი.


შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - ,,მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ,, ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელების შექმნა“ ფარგლებში.


შეხვედრას უძღვებოდა მანანა სამხარაძე.  

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 08-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას