შეხვედრა ახალციხის #1 საჯარო სკოლაში

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში დაიწყო სამუშაო შეხვედრების მეორე ციკლი, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორე სამუშაო შეხვედრა ჩტარდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ქიმიის მასწავლებლებთან ახალციხის #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრას უძღვებოდა თინათინ ბუთხუზი.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითად პრინციპებს და შეასრულეს მარტვი ექსპერიმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება სხვა მრავალფეროვანი პროექტების შესრულებას. შეხვედრაზე ექსპერიმენტები ჩატარდა ორ თემაზე: სხვადასხვა საკვებ პროდუქტში არსებული ენზიმების კატალიზური მოქმედების ოპტიმალური პირობების შერჩევა და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ პროდუქტში, სუფრის მარილში იოდის შემცველობის ამოცნობა.

ასევე მასწავლებლები გაეცნენ იოდიზირებულ მარილში იოდის შემცველობის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდს. აღსანიშნავია რომ შეხვედრაში მონაწილეობდა ორი მასწავლებელი არაქართულენოვანი სკოლიდან.



შეხვედრამ ჩაიარა სამუშაო ვითარებაში, მასწავლებლებმა ინტერესით შეასრულეს სამუშაოები და აღნიშნეს კიდევ ერთხელ ამ ტიპის შეხვედრების აუცილებლობა და მნიშვნელობა. აღსანიშნავია რომ პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ მასწავლებლებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა კლუბების შექმნაზე.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.



  

გამოქვეყნებულია: 04-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას