შეხვედრები ქიმიის მასწავლებლებთან ბათუმში.

ბათუმში დაიწყო პროექტ - ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის შექმნის, მეორე სამუშაო შეხვედრების სერია. შეხვედრები ჩატარდა ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ბაზაზე 15, 16 და 17 მარტს, მენტორების თალიკო ჯაყელი და ნუკრი კობახიძე ხელმძღვანელობით.



პროექტის ფარგლებში, შეხვედრებზე განხორციელდა 4 სხვადასხვა ტიპის ამოცანების გაკეთება. თითოეული მასწავლებლის ჩართულობა ამოცანების შესრულებაში იყო მაღალი. როგორც პირველმა სამუშაო შეხვედრების ციკლმა აჩვენა, აჭარის რეგიონი კვლავ ლიდერია მასწავლებლების აქტიურობით, რისთვისაც სპქა დიდ მადლობას უცხადებს როგორც აჭარის რეგიონის მასწავლებელს, ისე რესურსცენტრების ხელძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს.



შეგახსენებთ, რომ სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.



მასალა მომზადებულია ნათია ოჩხიკიძის მიერ

  

გამოქვეყნებულია: 03-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას