მასწავლებელი იღებენ საღებარს

10 მარტს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან. შეხვედრას უძღვებოდა დოქტორი ნათია ოჩხიკიძე.

შეხვედრა ჩატარდა საინტერესოდ. თითოეული მასწავლებლის ჩართულობა იყო მაღალი. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებმა მიიღეს ორი სხვადასხვა აზოსაღებარი და შემდეგ მათ მიერ მიღებული საღებრის გამოყენებით შეღებეს ბუნებრივი ბოჭკო. მასწავლებლების უმრავლესობამ გამოთქვა მზაობა სკოლებში კლუბების ჩამოყალიბებაზე და მიმდინარე პროექტების საკუთარ კლუბებში განხორციელებაზე.

სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების “პროექტის ფარგლებში.

  

გამოქვეყნებულია: 19-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას