შეხვედრა საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის გაძლიერებისთვის

თბილისში, 7 მარტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ერთობლივი ინიციატივით, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის გაძლიერებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამინისტროს ახალი სტრატეგია გააცნო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ

სამუშაო შეხვედრისას მონაწილეებმა გამართეს პანელური დისკუსია განათლების სისტემის განვითარებაში არასამთავრობო სექტორის როლზე, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ რესურსებზე, საჭიროებებსა და ორგანიზაციული გაძლიერებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესახებ.

აგრეთვე, დისკუსიის თემები დაეთმო არასამთავრობო სექტორში არსებულ ახალ ტენდენციებს, მიღწევებსა და გამოწვევებს.

ღონისძიებას 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.



წყარო: სტატია სრულად იხილეთ ბმულზე

  

გამოქვეყნებულია: 18-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას