შეხვედრა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში დაიწყო სამუშაო შეხვედრების მეორე ციკლი, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან შედგა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. ამ შეხვედრაზე მონაწილეები უკვე გაეცნენ პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირიტად პრინციპებს და შეასრულეს მარტვი ექსპერიმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება უფრო ფარომასშატბიანი პროექტების შესრულებას. შეხვედრაზე ექსპერიმენტები ჩატარდა ორ თემაზე: სხვადასხვა საკვებ პროდუქტში არსებული ენზიმების კატალიზური მოქმედების ოპტიმალური პირობების შერჩევა და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ პროდუქტში, სუფრის მარილში იოდის შემცველობის ამოცნობა.

შეხვედრამ ჩაიარა სამუშაო ვითარებაში, მასწავლებლებმა ინტერესით შეასრულეს სამუშაოები და აღნიშნეს კიდევ ერთხელ ამ ტიპის შეხვედრების აუცილებლობა და მნიშვნელობა. აღსანიშნავია რომ პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ მასწავლებლებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა კლუბების შექმნაზე.

ფოტომასალა

  

გამოქვეყნებულია: 17-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას