ამოცანების განხილვა მეორე ციკლის სამუშაო შეხვედრებისათვის

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, 23 თებერვალს ჩატარდა მენტორთა მეორე სამუშაო შეხვედრა.



შეხვედრა ითვალისწინებდა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელის ჩამოყალიბების ფარგლებში სამუშაო შეხვედრების მეორე ციკლის მასალების განხილვას.



შეხვედრაზე მოდულის ავტორებმა და მენტორებმა განიხილეს და შეაჯერეს შემუშავებული ამოცანები, რომელიც ჩატარდება ქიმიის მასწავლებლებთან მეორე ციკლის სამუშაო შეხვედრებზე.



მეორე ციკლში დაგეგმილი ამოცანებია:



1. რამდენი ძმარმჟავაა ძმარში? (თინათინ ბუთხუზი)

2. შავია შავი მელანი? (თინათინ ბუთხუზი)

3. რამდენად სწრაფად წარმოქმნის Alka-Seltzer®-ის აბები აირებს? (თინათინ ბუთხუზი)

4. რამდენად სუფთაა ცარცი? (თინათინ ბუთხუზი)

5. წყლის სიხისტის განსაზღვრა და წყლის გასუფთავება (თინათინ ბუთხუზი)

6. კალორიის განსაზღვრა საკვებში (სოფიკო ფაცაცია)

7. რა ფერია იოდიზირებული მარილი? (სოფიკო ფაცაცია)

8. ქიმიური ექსპერტიზა (თინათინ ბუთხუზი)

9.ფერებს ადამიანიც ქმნის (თეა მათითაიშვილი, ნათია ოჩხიკიძე)

10.ენზიმები - “ცოცხალი“ კატალიზატორები (თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია)

11. ეთერზეთების მიღება (თ.მათითაიშვილი, ნ.ოჩხიკიძე)

12. სალიცილმჟავას განსაზღვრა ასპირინში (ე.ელიზბარაშვილი)

13. ვიტამინ C-ს შემცველობის განსაზღვრა ხილში და ბოსტნეულში (ე.ელიზბარაშვილი)



ამოცანების პროტოკოლები შეგიძლიათ იხილოთ ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ვებ გვერდზე www.chemclb.edu.ge .

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების პორტალი, საქართველოს თორმეტივე რეგიონის სკოლებში ჩამოყალიბდება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბები, რომელთაც საკუთარი ვებ-გვერდი ექნებათ პორტალზე.



პროექტში უკვე ჩართულია 500-ზე მეტი მასწავლებელი. პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს http://chemistry.ge/projects/chemclub/index.html.



აქვე დავძენთ, რომ რეგისტრაციის ვეგ გვერდი კვლავ ღიაა და დაინტერესებულ მასწავლეებლებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთოთ პროექტში.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.



  

გამოქვეყნებულია: 13-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას