მზადება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ჩამოყალიბებისათვის

ქიმიის მასწავლებელთან შეხვედრები აჭარაში კვლავ გრძელდება. სქპა განაგრძობს სამუშაო შეხვედრების სერიას ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით.

15 თებერვალს კიდევ ორი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ბათუმში, რომელშიც აჭარის რეგიონის30 ქიმიის მასწავლებელი მონაწილეობდა. შეხვედრებს მასპინძლობდა ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა, რომელიც სპქა-ს პარტნიორს წარმოადგენს მიმდინარე პროექტში. სპქა-მ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის უახლესი ვერსია.

სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ მენტორები ნუკრი კობახიძე და თალიკო ჯაყელი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტში აჭარის რეგიონი ყველაზე აქტიურად არის ჩართული და მონაწილე მასწავლებელთა აქტიურობით ლიდერია სხვა რეგიონებთან შედარებით, რისთვისაც სპქა დიდ მადლობას უცხადებს როგორც აჭარის რეგიონის მასწავლებელს, ისე რესურსცენტრების ხელძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს.

შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 06-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას