ქიმიის მასწავლებლები ლაბორატორიული ექსპერიმენტის უნარებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში იმაღლებენ

2019 წლის 9 და 10 თებერვალს ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრები ქიმიის მასწავლებლებთან საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა თბილისის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ქიმიის მასწავლებლები. შეხვედრის თემა იყო „უცნობი ნივთიერებათა აღმოჩენა“ და “ორგანული სინთეზი“.> შეხვედრები ჩატარდა სამ ჯგუფად და მას ესწრებოდა 40-მდე მასწავლებელი. შეხვედრებს უძღვებოდნენ დოქტორი ნათია ოჩხიკიძე და დოქტორი თეა მათითაიშვილი.

მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ დაგეგმილი ექსპერიმენტების შესრულებაში. უცნობი ნივთიერებათა აღმოჩენისას მასწავლებლებმა არაორგანული ნივთიერებების ქიმიური თვისებების მიხედვით განსაზღვრეს 10 უცნობი ნაერთი. ორგანულ სინთეზში კი ჩაატარეს სპირტების ჰალოგენირებისა და ესტერიფიკაციის რეაქციები. შესაბამისად, მიიღეს ეთილბრომიდი და იზოამილაცეტატი.

მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრები იყო ძალიან ნაყოფიერი. ასევე აღინიშნა რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უყწობს ერთი რეგიონის და რაიონის მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტიპის შეხვედრები იყოს უფრო ხშირი. გამოთქვეს მზაობა აქტიურად ჩართონ მოსწავლეები კლუბურ მუშაობაში და მოამზადონ პროექტები.

სამუშაო შეხვედრები ქიმიის მასწავლებლებთან ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 05-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას