შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან ახალციხეში

2019 წლის 3 თებერვალს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან ახალციხის 1-ელ საჯარო სკოლაში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის და ასპინძის რაიონების მასწავლებლები. შეხვედრის თემა იყო „რეაქციის სიჩქარე“ და ესწრებოდა 14 მასწავლებელი (მენტორი თინათინ ბუთხუზი).

შეხვედრა ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ რეაბილიტირებულ სკოლაში.

აღსანიშნავია რომ დამსწრე მასწავლებლებიდან ორი მასწავლებლები იყო სომხურენოვანი სკოლიდან. მაწავლებლებმა აღნიშნეს რომ მათთვის მსგავსი ტიპის შეხვედრა იყო სიახლე. შეხვედრამ ჩაიარა პოზიტიურ გარემოში. მასწავლებლები იყვნენ მოტივირებული და აქტიურად იმუშავეს. ყველამ აღნიშნა რომ დიდი სურვილი აქვთ გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასთან, ისე კოლეგებთან. ყველამ გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად გააგრძელონ მუშაობა, ჩამოაყალიბონ ქიმიის კლუბები და ხელი შეუწყონ მოსწავლეებში ქიმიის პოპულარიზაციას.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 05-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას