შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან

3 თებერვალს, სსიპ ქალაქ ოზურგეთის # 1 საჯარო სკოლაში, რომელიც სპქა-ს პარტნიორი ორგანიზაციაა, გაგრძელდა პირველი სამუშაო შეხვედრების ციკლი გურიის რეგიონში, რომლის მიზანი ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბებაა.

შეხვედრას ესწრებოდა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის პედაგოგები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა დოქტორი თეა მათითაიშვილი, რომელმაც პედაგოგებს დეტალურად გააცნო პროექტის მიზნები და სამომავლო გეგმები.

პირველი სამუშაო შეხვედრის თემა იყო ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები. მასწავლებლებმა დიდი ინტერესით და მონდომებით შეასრულეს ლაბორატორიული სამუშაო, იმსჯელეს და გაანალიზეს ექსპერიმენტის შედეგები.

პედაგოგებმა აღნიშნეს ის გარემოებაც, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს როგორც მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას, ამავდროულად ერთმანეთთან კომუნიკაციის, აზრთა გაცვლისა და ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. ასევე დიდი იყო მათი დაინტერესება კლუბების ჩამოყალიბების მექანიზმში და მათ სამომავლო ფუნქციონირებაში. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აქტიურად ჩართავდნენ მოსწავლეებს კლუბურ მუშაობაში, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებდა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას და ხელს შეუწყობდა ქიმიის პოპულარიზაციას.

სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

  

გამოქვეყნებულია: 08-02-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას