შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან ქართლში

3 თებერვალს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად სამუშაოს შეხვედრას უძღვებოდა მანანა სამხარაძე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილოება შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლები. შეხვედრა ჩატარდა სსიპ - ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლაში. შეხვედრის თემა იყო „უცნობი ნივთიერების ამოცნობა“.

შეხვედრაზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეები დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებაში.

აღნიშნეს, რომ მათ ძალიან სჭირდებათ ექსპერიმენტული ხასიათის ტრენინგები. დიდი სურვილი აქვთ რომ მარტივი ქიმიური ექსპერიმენტების დაგეგმვასა და უსაფრთხოდ ჩატარების მიმართულებით გაძლიერდეს სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები. კლუბების ქსელის მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა.

სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში. შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 18-02-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას