შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან თელავის მე-9 საჯარო სკოლაში.

2019 წლის 2 თებერვალს ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან თელავის მე-9 საჯარო სკოლაში. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის, გურჯაანის და ახმეტის რაიონების მასწავლებლები. შეხვედრის თემა იყო „რეაქციის სიჩქარე“.


შეხვედრას ესწრებოდა 14 მასწავლებელი. შეხვედრა ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ რეაბილიტირებულ სკოლაში.


მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ დაგეგმილი ექსპერიმენტების შესრულებაში. ჩაატარეს ცდები და გაანალიზეს მიღებული შედეგები. ყველა მასწავლებელმა აღნიშნა რომ შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. ასევე აღინიშნა რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უყწობს ერთი რეგიონის და რაიონის მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტიპის შეხვედრები იყოს უფრო ხშირი. ყველა მასწავლებელმა გამოთქვა მზაობა აქტიურად ჩართოს მოსწავლეები კლუბურ მუშაობაში და მოამზადოს პროექტები.


სამუშაო შეხვედრები ქიმიის მასწავლებლებთან ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 13-02-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას