IUPAC-ის კონკურსი სტუდენტებისთვის


2019 წელს IUPAC–ის (სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი) დაარსებიდან 100,ხოლო ელემენტთა პერიოდული სისტემის შექმნიდან 150 წელი აღინიშნება.

ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად IUPAC პერიოდული სისტემის ელემენტებზე ონლაინ ვიქტორინას იწყებს. IUPAC-ის გამოწვევა 2019 წლის 8 იანვარს დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ახალგაზრდა სტუდენტებისათვის.

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა პერიოდული სისტემის ელემენტების შესახებ და მიიღეთ შანსი მოიგოთ IUPAC– ის პერიოდული სისტემის ლიმიტირებული გამოშვება ქიმიაში ნობელის ლაურეატის ავტოგრაფით.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ IUPAC-ის ვებგვერდს.

მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ

  

გამოქვეყნებულია: 02-02-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას