შეხვედრა სპქა-ში

22 დეკემბერს შედგა მენტორთა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელის ჩამოყალიბებას.



შეხვედრაზე განხილული იქნა სამუშაო შეხვედრების პირველი ციკლის მასალები და სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება უკვე რეგისტირებულია 250-ზე მეტი მასწავლებელი საქართელოს სხვადასხვა რეგიონიდან.



პროექტის ფარგლებში შეიქმნება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების პორტალი, საქართველოს თორმეტივე რეგიონის სკოლებში ჩამოყალიბდება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბები, რომელთაც საკუთარი ვებ-გვერდი ექნებათ პორტალზე. ასევე დაგეგმილია ქიმიის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრები.



პროექტში მონაწილოებისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.



შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 28-01-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას