IUPAC 100 წლისაა!

2019 წლის ივლისში, პარიზში გასამართ 47-ე ქიმიის მსოფლიო კონგრესსა და 50-ე გენერალურ ასამბლეაზე, სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) დაარსებიდან 100 წელი აღინიშნება.

IUPAC-ი 1919 წელს ქიმიკოსების მიერ დაარსდა და დღეისათვის ეს ორგანიზაცია მსოფლიოში ადგენს ქიმიური ნომენკლატურის, ტერმინოლოგიის, ატომური მასების განსაზღვრისა და სხვა მრავალ წესს.

საიუბილეო თემა იქნება „საერთო ენა ქიმიისთვის“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას IUPAC-ის 100 წლიანი ისტორიის მიღწევებს გააცნობენ.

2019 წელს IUPAC-ის 100 წლის იუბილესთან ერთად პერიოდული სისტემის შექმნიდან 150 წელიც აღინიშნება. ამ ორი საყურადღებო ფაქტის გამო მომავალი წელი ქიმიკოსებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ

  

გამოქვეყნებულია: 28-01-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას