ქართველი მასწავლებელი “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო მონაწილეს შორისაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა, რომლის ფინალურ ტური დუბაიში ჩატადება.



ლადო აფხაზავა საქართველოს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2017 წლის გამარჯვებულია. აღნიშნული კონკურსი გლობალური კამპანიის "The Global Teacher Prize" ნაწილია და საქართველოში 2017 წლის 31 მაისიდან იღებს სათავეს „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად. კონკურსი მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენასა და პროფესიის პოპულარიზაციას.



საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია გულითადად ულოცავს ლადო აფხაზავას მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელში მოხვედრას და უსურვებს შემდგომ წარმატებას.



  

გამოქვეყნებულია: 27-01-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას