ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების პორტალი შეიქმნება.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში იწყებს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელის ჩამოყალიბებას.



პროექტის ფარგლებში შეიქმნება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების პორტალი, საქართველოს თორმეტივე რეგიონის სკოლებში ჩამოყალიბდება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბები, რომელთაც საკუთარი ვებ-გვერდი ექნებათ პორტალზე. ასევე დაგეგმილია ქიმიის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრები. პროექტში მონაწილოებისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.


თითოეულ სამუშაო ჯგუფს ექნება განსახილველი თემატიკის არჩევის საშუალება. დაგეგმილია 530 მასწავლებლის გადამზადება და ჩართვა კლუბურ მუშაობაში.



პროექტის შედეგები წარმოდგენილი იქნება კონფერენციებზე, რომელიც ჩატარდება 2019 წლის მაისში ქუთაისსა და თბილისში.



დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებ გვერდზე.

  

გამოქვეყნებულია: 04-12-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას