სქპა-მ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საგრანტო ხელშეკრულებები დადო სამ საგნობივ ასოციაციასთან.

ხელშეკრულების თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი -“საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ და „ასოციაცია ბიოსთვის“, თითოეულისთვის 45,000 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს. გრანტები მოხმარდება საჯარო სკოლების შესაბამისი საგნების მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას.

ყოველივე ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პოპულარიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, გააუმჯობესებს ამ საგნების სწავლების ხარისხს.

საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ელoზბარ ელიზბარაშვილმა, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ მკალავიშვილმა და „ასოციაცია ბიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ხათუნა გოგალაძემ.

გრანტის მიმღები ორგანიზაციების შესარჩევად ჩატარდა კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც განათლების სფეროში საქმიანობენ.

საგრანტო კონკურსის მოთხოვნები ეფუძნებოდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს და მიზნად ისახავდა პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდა საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარების გზით. ეს გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტ მრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.



ინფომაცია სრულად იხილეთ პროექტის ვებ გვერდზე

წყარო

  

გამოქვეყნებულია: 26-11-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას