ნორჩ-ქიმიკოსთა პორტალი შეიქმნება

საქართველოს პროფესიულ ქიმიკოსთა ასოციაციამ სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში "საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება" გაიმარჯვა.



მოპოვებული გრანტის ფარგლებში დაგეგმილია ნორჩ-ქიმიკოსთა პორტალის შექმნა, საქართველოს თორმეტივე რეგიონის სკოლებში ნორ-ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბება, რომელთაც საკუთარი ვებ-გვერდი ექნება პორტალზე, მასწავლებელთა (კლუბების ხელმძღვანელების) ტრენინგი.



თითოეულ ტრენინგ-ჯგუფს ექნება ტრენინგის თემატიკის არჩევის საშუალება. დაგეგმილია 530 მასწავლებლის გადამზადება და ჩართვა კლუბურ მუშაობაში.



პროექტის შედეგები წარმოდგენილი იქნება კონფერენციებზე, რომელიც ჩატარდება 2019 წლის მაისში ქუთაისსა და თბილისში.



პროქტის ბიუჯეტი შეადგენს 45000 ლარს.



დეტალური ინფორმაცია პროქტის შესახებ განთავსდება პროექტის ვებგვერდზე, რომელიც შემდეგ კვირაში გაეშვება.

  

გამოქვეყნებულია: 09-11-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას