ქეთევან კუპატაძე: ქიმია ცოცხალ სცენაზე

არ მეგონა, თუ ოდესმე თეატრს და ქიმიას ერთმანეთს დავაკავშირებდი. არადა, რომ დაფიქრდე ერთ-ერთი ეფექტური გზაა ბავშვების ქიმიის სამყაროში შესატყუებლად. სცენიდან ქიმიის „გათამაშების“ იდეა ჯერ კიდევ ფარადეის ეკუთვნის. შაბათ-კვირას ოპერის თეატრში, მეგობარ ქიმიკოსებთან ერთად საგანგებოდ მართავდა ქიმიურ შოუს. ბილეთები თურმე ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ერთ თავისუფალ ადგილსაც კი ვერ ნახავდით. შემდეგ, დაფიქრებულა და უთქვამს, ხელმოკლე ადამიანებმა რაღა დააშავესო და მას შემდეგ, ოპერის თეატრის გარდა, თვეში ერთხელ პირდაპირ ქუჩაში აწყობდა უფასო წარმოდგენებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის სამეცნიერო პიკნიკზე, უამრავი სხვა სამეცნიერო სანახაობის გარდა, სცენაზე ქიმიური სპექტაკლიც დაიდგა. სცენარის ავტორი მე გახლდით და სანამ წერას შევუდგებოდი, გვარიანად დავფიქრდი. ქიმიური თეატრის შექმნის გამოცდილება ადრეც მქონდა, მაგრამ ის ვირტუალური თეატრი იყო, სადაც სახელდახელოდ დახატულ სცენაზე ქიმიური ელემენტები სახალისო მარშის თანხლებით გამოდიოდნენ და მაყურებელს თავს წარუდგენდნენ. კონფერენსიე თვით ქიმიის წიგნი იყო.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 25-10-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას