სპქა-მ ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

კოალიციამ „განათლება ყველასათვის - საქართველო“ ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. შერჩეულ საგრანტო პროექტებს "პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია", "მშობლები განათლებისთვის", "საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია" და "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი" განახორციელებენ.

კონკურსი განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ ყველა საგნობრივ ასოციაციას, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს მინიმუმ 1 წელი.

კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებს თავიანთი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში, რაც ემსახურება ისეთი საკითხების გადაჭრას როგორიცაა ახალი წევრების მოზიდვა, საწევრო გადასახადების სისტემის ამოქმედება და წევრებისათვის ინოვაციური სერვისების მიწოდების შემუშავება.

საგრანტო კონკურსი ხორციელდება „გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით. ფონდი კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია 2017 წლიდან, სასკოლო საზოგადოების განვითარებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების ფარგლებში.

მასალა სრულად იხილეთ ბმულზე

  

გამოქვეყნებულია: 25-10-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას