კონკურსის “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც დღის წესრიგში აქტუალური კითხვა – როგორ შეიძლება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა საქართველოში, კიდევ ერთხელ დაისვა. კითხვაზე პასუხი გენიალური და მარტივი იყო – ლიტერატურის გზით, რაც თავისთავად, ამ შესანიშნავი პროფესიის გარდა, ლიტერატურის მხარდაჭერასაც მოიაზრებდა. სწორედ ქართული ლიტერატურა, სადაც არცთუ ხშირად გხვდება მასწავლებლის სახე, გადაიქცა ერთგვარ ხიდად სხვადასხვა ასაკის მკითხველის გულამდე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათქმელად მასწავლებლისთვის. მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, რომ გვერდიდან შეეხედა საკუთარი თავისთვის, პრობლემებისთვის, გამოწვევებისთვის. ეს კი თვითშეფასების და ალბათ ადეკვატური თვითკრიტიკის შესაძლებლობას მისცემდა.

ლიტერატურული კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულთა სამეული გუშინ საზეიმოდ დასახელდა, ხოლო მასწავლებლებს, ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომრის სახით, დარჩა ათი საუკეთესო ლიტერატურული პროდუქტის ნაკრები, რომლის უცვლელი თემა მასწავლებელია, მისი საქმიანობა და სკოლის ცხოვრება. ჟურნალი საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა, ჩვეულებრივ მკითხველს კი საუკეთესო მოთხრობებთან ზიარება ინტერნეტგაზეთში „mastsavlebeli.ge“-ზე შეუძლიათ.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

საუკეთესო მოთხრობის ათეულს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

  

გამოქვეყნებულია: 10-10-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას