სამეცნიერო პიკნიკი - 2018

2018 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ მონაწილოება მიიღო სამეცნიერო პიკნიკში და სტუმრებს სახალისო და საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტები წარუდგინა. წარმოდგენილმა ქიმიურმა ექსპერიმენტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ვიზიტორებში, ისინი თავადაც ერთვებოდნენ ცდის პროცესში და ყურადღებით ისმენდნენ მოსწავლეების მიერ ამა თუ იმ ქიმიური პროცესების თეორიულ ახსნას.



საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციას წარმოადგენდნენ მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები: იბრაგიმ მამედოვი, მედეა ქურხული, ხატია რევაზიშვილი, ლელა სოლოღაშვილი. ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგ ელისო აბრამიშვილის ხელმძღვანელობით: ნიკა ფალავანდიშვილი (მე-11 კლასი), ნონა ზაბახიძე (მე-11 კლასი), თაკო ღვთისიაშვილი (მე 11 კლასი) და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები პედაგოგ ნინო ჭელიძის ხელმძღვანელობით: ბარბარე დათეშიძე (მე-5 კლასი), დაჩი გრძელიშვილი (მე-9 კლასი), როლანდ სიჭინავა (მე-9 კლასი), ნატა ჯაჭვლიანი (მე-9 კლასი), ვერიკო უგრეხელიძე (მე-9 კლასი), ელისაბედ ჯოხაძე (მე-10 კლასი), თამარ ლილუაშვილი (მე-11 კლასი), მარიამ ცქიფურიშვილი (მე-11 კლასი), დათა მხეიძე (მე-11 კლასი), ლიზი მამულაიძე (მე-11 კლასი).



სამეცნიერო პიკნიკის ამსახველი ფოტო მასალა



მასალა მომზადებულია თეა მათითაიშვილის მიერ

  

გამოქვეყნებულია: 14-10-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას