ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისათვის სამზადისი მიმდინარეობს

ქიმიაში მოსწავლეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი და სარეზერვო შემადგენლობა ინტენსიურ წვრთნას გადის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

წვრთნები დაიწყო 3 ივნისს და დასრულდება 15 ივნისს. მოსწავლეები დღეში 8 საათს მეცადინეობენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ამოცანებში.

წვრთნები მიმდინარეობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო ორგანიზებას უკეთებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

7 ივლისის მეცადინეობის ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 07-07-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას