ლიტერატურული კონკურსი მწერლებისათვის!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ “მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge“ ფარგლებში –ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ.



კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.



კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 1 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის მიმდინარეობისას, საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ასევე ფულადი პრიზი:



I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.



წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის საერთო სათაურის “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე,” სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ღირებულებების თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და წარმოაჩენს მასწავლებლის როლს ამ პროცესში.



წელს, ასევე სიახლე გვაქვს, რომ კონკურს უკვე ექნება თავისი სიმბოლო, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულს!



ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.



საკონკურსო მოთხრობის მოცულობა 5-15 გვერდამდე.

საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი!,



საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge“-ზე.



კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელიც თავის ორ რჩეულ ავტორს დააჯილდოვებს სპეციალური პრიზით და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, რომელმაც დააწესა განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის!



  

გამოქვეყნებულია: 17-09-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას