IChO-50-ის შესარჩევი ტურები

2018 წლის 12-13 მაისს ჩატარდება IChO-50-ის შესარჩევი ტურები პირველ სკოლაში.

შესარჩევ ტურში მონაწილეობის უფლება აქვთ ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილე მოსწავლეებს, რომელთაც დაიკავეს 1-15 ადგილები.

საერთაშორისო ოლიმპიადისათვის მოსწავლეები გაივლიან შერჩევას ორ ეტაპად. პირველი საუკეთესო ოთხეული ჩაირიცხება ოლიმპიურ გუნდში, ხოლო მომდევნო ოთხეული რეზერვისტთა გუნდში.

ნაკრების როგორც ძირითადი შემადგენლობა, ისე რეზერვისტები ორკვირიან წვრთნას გაივლიან ივლისის თვეში.

მოსწავლეთა შესარჩევ ტურებს ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

  

გამოქვეყნებულია: 07-07-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას