მენდელეევის სახელობის ქიმიის საერთაშორისო 52-ე ოლიმპიადის შესარჩევი ტური

მიმდინარე წლის 23-29 აპრილი, 2018 ქალაქ მინსკში (ბელორუსი) ტარდება მენდელეევის სახელობის საერთაშორისო 51-ე ოლიმპიადა ქიმიაში. ოლიმპიადა მოიცავს ორ თეორიულ და ერთ ექსპერიმენტულ ტურს.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში შედის 4 უფროს კლასელი მოსწავლე და ერთი მენტორი. გუნდის ცხოვრებისა და კვების ხარჯებს ანაზღაურებს საორგანიზაციო კომიტეტი.


საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური ჩატარდება 2018 წლის 1 აპრილს 11:00 საათზე ქ. თბილისის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში.


გამოცდის ხანგრძლივობა: 5 საათი

გამოცდის ენა: ინგლისური

მისამართი: № 9 ჩაიკოვსკის ქ, თბილისი.



დაინტერესებულმა მოსწავლეებმა 29 მარტამდე წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

შესარჩევ ტურზე გამოცხადებისას უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ოლიმპიადის ამოცანების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე.



ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტება რეიტინგული სიის პირველი ოთხი მოსწავლით.



დამატებითი ინფორმაცია: თინათინ ბუთხუზი, tikabutkhuzi@yahoo.com

  

გამოქვეყნებულია: 15-03-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას