პროექტის პრეზენტაცია “წიგნის მოვლის კულტურა“

26 თებერვალს 14:00 - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლაში გამართა პროექტის პრეზენტაცია „წიგნის მოვლის კულტურა“, რომელიც ითვალისწინებდა საგანმანათლებლო ღონისძიებას სკოლის მოსწავლეთათვის.

პროექტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები პროფ. რეზო კლდიაშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებენ.

2016 წლის 6-8 აპრილს, პროექტის საპილოტე პროგრამა დიდი წარმატებით ჩატარდა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში, ასევე პროექტი განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში.

პროექტის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე ბავშვებს გამოუმუშავდეთ წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა.

წყარო

  

გამოქვეყნებულია: 30-04-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას