ქეთევან კუპატაძე: ყველა გზა ქიმიისა და რომისკენ მიდის

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ შემემთხვა. იტალიაში სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტატიის რეზიუმე გავგზავნე. თავიანთი ფორმა ჰქონდათ. ჯერ სათაური იწერებოდა, ქვეშ – ავტორის (ავტორების) გვარი, სულ ბოლოს კი – უნივერსიტეტის სახელწოდება და მისამართი. ჩემი უნივერსიტეტის ოფიციალური მისამართი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირია. ასეც დავწერე. თანხმობა და მიწვევის წერილი დაპირებულ დროში მომივიდა. ცოტა ხანში პროგრამის სამუშაო ვერსიაც გამომიგზავნეს. გამგზავრების დაფინანსებაც მიღებული მქონდა და თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, ერთი გარემოება რომ არა: პროგრამაში აღმოვაჩინე, რომ თანაავტორი მყავდა… არც მეტი, არც ნაკლები – ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

მოდი, კონფერენციაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. IUPAC-ის ეგიდითა და მასპინძელი ქვეყნის ქიმიის საზოგადოების ორგანიზებით იმართებოდა. ანუ ორღობის კონფერენცია არ ყოფილა. არადა, აიჩემეს, ქაქუცა თანაავტორიაო. წერილზე მიპასუხეს, ჰაა, გამოტყდი ახლა, რომ ავტორობიდან მისი მოტეხვა გინდაო. იძულებული გავხდი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიმეწერა, ქაქუცაზე მასალები გამეგზავნა და მეთხოვა, მიშველეთ რამე, აქ მე – ჯანდაბას, იმ სულგანათლებულს მაინც ნუ შევაწუხებთ–მეთქი იქ. მადლობა ღმერთს, იმ ბატონმა გამიგო და პროგრამის განახლებულ ვერსიაში ჩემ გვერდით ქაქუცა აღარ იყო.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 01-04-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას