ინგა ლომაძე: ყოფითი ქიმიური ლაბორატორია

კულინარია – ეს ყოფითი ქიმიური ლაბორატორიაა და ყველა კულინარი გარკვეულწილად ქიმიკოსია. ყოველი კერძის მომზადება დაკავშირებულია ნივთიერებების გარდაქმნასთან, ანუ ქიმიური რეაქციის მსვლელობასთან. ამ პროცესთან ყოველდღიურად გვაქვს შეხება, როცა ქურასთან მივდივართ რაიმე გემრიელის მოსამზადებლად. ვგრძნობთ ახლად მოდუღებული ყავის, გამომცხვარი პურის თუ შემწვარი ხორცის არომატს, რომელიც შებრაწული პურის ქერქს ან ხორცის ნაჭერს ასდის. საოცარი გემო აქვს ამ პროდუქტებს. ეს ცვლილებები იწვევს პროდუქტების გარდაქმნას მაიერის რეაქციით. ფრანგმა ქიმიკოსმა და ექიმმა, ლუი კამილ მაიერმა, 1910 წელს ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია საკვების მომზადებისას მიმდინარე პროცესი. ამ რეაქციას მისი სახელი ეწოდა. მაიერის რეაქცია წარმოადგენს რეაქციათა ჯაჭვს, შაქარსა და ამინონაერთებს შორის (ამინომჟავები, პეპტიდები, ცილები), რომელიც, როგორც წესი, მიმდინარეობს გაცხელებისას. საკვები პროდუქტის გაცხელებისას, წარმოიქმნება დამახასიათებელი სუნი, ფერი და მზა საკვების გემო. მაიერის რეაქცია ჩვენთვის ცნობილია არა მარტო სამზარეულოში, არამედ ყველგან – ნიადაგის ჰუმუსის, ნახშირის, ტორფის, სამკურნალო ტალახების წარმოქმნა ამ რეაქციის წყალობით ხდება, მაგრამ ჩვენ საკვების თერმულ დამუშავებაზე შევჩერდებით.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 01-04-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას