ახალი სახელმძღვანელო ორგანულ ქიმიაში

დაიბეჭდა სახელმძღვანელო „ორგანული ქიმია“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკავლარიატის სტუდენტებისათვის. ავტორები: შოთა სამსონია, მიხეილ გვერდწითელი, იოსებ ჩიკვაიძე, ლია კვირიკაძე. სახელმძღვანელო დაიბეჭდა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო ქმედით დახმარებას გაუწევს მაგისტრანტურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს. ამ სახელმძღვანელოს შექმნაზე ავტორებმა ორი ათეული წელი იმუშავეს. ამასთან ცალკეული ნაწილები გამოიცა ბროშურების სახით. ასე რომ, სახელმძღვა-ნელოს საბოლოო სახით გამოცემისას გათვალისწინებულია მისი პრაქტიკული გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება.

წიგნის სპეციფიკა იმითაა განპირობებული, რომ ნაერთთა ძირითადი კლასების მიღების მეთოდები და ქიმიური თვისებები მოყვანილია 93 სქემის ფორმით. ასეთი მიდგომა, ერთის მხრივ, საშუალებას იძლევა შეზღუდული მოცულობის ნაშრომში წარმოჩნდეს საკმაოდ ვრცელი ფაქტობრივი მასალა, მეორეს მხრივ, იგი უადვილებს სტუდენტს ლოგიკურ ერთიანობაში გაიაზროს სხვადასხვა ტიპის ქიმიური პროცესები და ფუნქციური ჯგუფების შესაძლო გარდაქმნათა ვარიანტები, გარდა ამისა , როგორც სწავლების პრაქტიკამ აჩვენა, ასეთი ფორმით გადმოცემული მასალა სტუდენტებისათვის შედარებით იოლი ასათვისებელია.

  

გამოქვეყნებულია: 09-02-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას