ელიზბარ ელიზბარაშვილი: რენე მაგრიტის სარკე

მადრიდიში, ტისენის მუზეუმში, რენე მაგრიტის ტილო „La Clef des champs“ („მდელოების გასაღები“) ინახება.

მადლიერმა ბელგიელებმა ბატონი რენეს პორტრეტი 500-ფრანკიან კუპიურაზეც გამოსახეს და მისი პოპ-არტის, მინიმალიზმისა და ფილოსოფიური კონცეპტუალიზმის ჟანრში შესრულებული ტილოები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული.

ტისენი კი ბედმა დაჩაგრა პრადოსთან სიახლოვით – თითქოს მის ჩრდილში ჩაიკარგა. არადა აქ ბევრი სხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრებიც არის გამოფენილი. თუმცა მაგრიტთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

როდესაც ნახატს, მით უფრო – ამ ჟანრში შესრულებულს, უყურებ, სურვილი გეუფლება, ჩასწვდე ავტორის ფიქრებსა და განცდებს, ამოიკითხო ის, რაც ტილოზე ერთი შეხედვით არ ჩანს… სად არის გასაღები „La Clef des champs-ზე“? ან რომელ გასაღებს გულისხმობს რენე? ჩამტვრეულ ფანჯარას? მდელოში ხომ კარიდან გასვლაც შეიძლება… ვინ იცის… იქნებ ეს უფრო მოკლე გზაა…

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 26-11-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას