ქეთევან კუპატაძე: შაქარივით ტკბილი

სტომატოლოგის სავარძელს ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ადრე, მოუხერხებელი სავარძლები ჰქონდათ, ახლა  მამა-პაპურად წამოგაწვენენ  და თუ გინდა დაიძინებ  კიდეც. ადრე პირს ბამბებით გამოგიტენიდნენ და ნერწყვი მაინც ასველებდა. ახლა, ქვედა ტუჩზე პაწაწინა მილუკას ჩამოგკიდებენ და წამში გამოგიშრობს მთელ პირს. ადრე,  ბურღი ისე ღმუოდა, მარტო მისი ხმის მოსმენით დაიზაფრებოდი. ახლა  ჩემი სადარბაზოს კატასავით კრუტუნით მუშაობს და მშვიდად ხარ, დაცულად გრძნობ თავს. ადრე ნერვს დარიშხანით გიკლავდნენ. უფრო სწორედ, ათი დღის განმავლობაში კბილში ჩაგიდებდნენ და შემდეგ მაინც ყველაფერს იგებდი. ის კი არა, ერთხელ,  ერთი  ექიმის სახლში, საგულდაგულოდ მოწყობილ კაბინეტ-ოთახში ცოცხალ რიგში ვიჯექი, როცა სავარძელზე სოლიდური გარეგნობის კაცი დაჯდა. ეს კაცი თავს მაინცდამაინც არავის უყადრებდა, თვით კბილის ბურღსაც კი. ექიმმა რაღაც შეუჩხიკინა, მოუჩხრიკ-მოუსინჯა და უცებ იქაურობა გამაყრუებელმა ღრიალმა დაფარა...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 21-11-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას