ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მზადება იწყება. მეცადინეობები ჩატარდება ორ ასაკობრივ კატეგორიაში: XI-XII კლასებისა (საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები ან გასული წლების ნაკრების რეზერვისტები) და IX-X კლასების მოსწავლეები. მეცადინეობებს ჩაატარებენ ნაკრების მწვრთნელები (ელიზბარ ელიზბარაშვილი, თინათინ ბუთხუზი და ვახტანგ კურცხალია) და საერთაშორისო ოლიმპიადის მედალოსნები ალექსანდრე ფიჩხაძე და საბა თავდგირიძე.

მეცადინეობები ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში „აია-GESS“.



XI-XII კლასების მოსწავლეებისათვის მეცადინეობები ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • - სამშაბათი 16:00. ორგანული ქიმია.
    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (ე. ელიზბარაშვილი, ა. ფიჩხაძე)
  • - ოთხშაბათი 15:15 . არაორგანული და ანალიზური ქიმია.
    სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში „აია-GESS“. (თ. ბუთხუზი)
  • - შაბათი 14:00. ფიზიკური ქიმია
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, II კორპუსი (კოსტავას 69.) (ვ, კურცხალია, ს. თავდგირიძე )


IX-X კლასების მოსწავლეებმა უნდა წინასწარ უდა გაიარონ რეგისტრაცია . გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ანკეტა 2017 წლის 30 ოქტომბრამდე. რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას. მეცადინეობების განრიგი და დრო ჯგუფის დაკომპლექტების შემდეგ გამოქვეყნდება.



დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი: ალექსანდრე ფიჩხაძე (lpichkhadze@gmail.com)

  

გამოქვეყნებულია: 24-10-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას