მეცნიერების ფესტივალი-2017

 მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“.

 

ფესტივალის მიზანია, ერთი მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორე მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა. ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას.

 

საქარველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია სახალისო ქიმიური ექსპერიმენტებით წარსდგება მეცნიერების ფესტივალზე. მოსწავლეებს, სტუდენტებს, მშობლებს და ყველა დაინტერესებულ მსურველს გიწვევთ:

 

24 სექტემბერს 12:30 საათზე თბილსში (რიყე)

25 სექტემბერს 14:00 საათზე ქ. თელავში (ნადიკვარი)

27 სექტემბერს 14:00 საათზე ქ. ქუთაისში (ცენტრალური პარკი)

29 სექტემბერს 14:00 საათზე ქ. ბათუმში (ბულვარი, ნინოშვილის #35)

30 სექტემბერს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე 15:00 საათიდან (ვაკის პარკი, თბილისი)

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივლის პროგრამა

24 სექტემბერი კვირა

 

12:00 - ფესტივალის საზეიმო გახსნა

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თბილისი, რიყის პარკი

 

ტრენინგები/მასტერკლასები

15:00 - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტები

ორგანიზატორი: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი/ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი, თბილისი, ინოვაციების ქ.7 ტექნოპარკი

კონფერენციები/სიმპოზიუმები

10:00 - “ქალები მეცნიერებაში და ქალთა საკითხების კვლევა”

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115

გასვლითი ღონისძიება - ექსკურსია

12:00 - შემეცნებითი ლექცია და ექსკურსია გრაკლიანის გორაზე

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: იგოეთი, გრაკლიანის გორა

 

25 სექტემბერი ორშაბათი

სპეციალური ღონისძიება

14:00 - სამეცნიერო პიკნიკი თელავში (იხ. პროგრამა)

ორგანიზატორი: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: თელავი, ნადიკვარი

 

საჯარო ლექციები/პრეზენტაციები

14:00 - „გლობალური ეკოლოგიის კვირეული“ – მოხსენებათა ციკლი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

„ბიოლოგიიდან გამოყოფილი თანამედროვე ეკოლოგია - კაცობრიობის გადარჩენის ტაქტიკისა და სტრატეგიის პოლიდისციპლინარული მეცნიერება“;

„მთიანი რეგიონების ეკოლოგიის ამოცანები“;

„რადიაციული ეკოლოგია - სულ მზად ყოფნაში“;

„სულიერი სამყაროს ეკოლოგია“

„ქართული წვლილი“ თანამედროვე ეკოლოგიის ფუტუროლოგიაში;

ორგანიზატორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

მისამართი: თბილისი, რუსთაველის 52, სხდომათა მცირე დარბაზი

14:00 – „უკვდავი ეროვნული იდეა ილია ჭავჭავაძის ნააზრევში“ - პროფ. ვახტანგ გურული

ორგანიზატორი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 53ა

13:00 - „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები,“ XIV-XV ტომის პრეზენტაცია

ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2, კორ. 11

10:00 - „მოსამართლე ჰერაკლე და ქართული მართლმსაჯულება“ - დიმიტრი გეგენავა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, სამართლის დოქტორი

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

11:00 - "მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციის ახალი ეფექტური ალგორითმი და მისი გამოყენებები მონაცემთა შეკუმშვაში, სატელიტურ კავშირებში და რადარებში" - ლაშა ეფრემიძე

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის #1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

 

ტრენინგები/მასტერკლასები

14:00 - თიხის ფორმების ჩარხზე ამოყვანის მასტერკლასი

ორგანიზატორი: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მისამართი: თბილისი, ზუბალაშვილების 47

11:00 - ქართული სისხლის სამართლის ინტერნაციონალიზაციის ასპექტები

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა, აუდიტორია 422

15:00 - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტები

ორგანიზატორი: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი/ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი, თბილისი, ინოვაციების ქ.7 ტექნოპარკი

 

გასვლითი ღონისძიება - ექსკურსია

12:00 - შემეცნებითი ლექცია და ექსკურსია გრაკლიანის გორაზე

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: იგოეთი, გრაკლიანის გორა

 

სამეცნიერო დებატები

14:00 - „თანამედროვე მედიაგანათლების გამოწვევები“

ორგანიზატორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჩარგლის ქ. 73

 

სამეცნიერო-პოპულარული ლექციები სკოლებში

12:00 - „თანამედროვე საუბრები რუსთაველზე“ -

ორგანიზატორი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: ზუგდიდი, #2 საჯარო სკოლა

 

ღია კარის დღე

15:00 - „მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“ - ღია კარის დღე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში

ორგანიზატორი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის 8/10

14:00 - ღია კარის დღე თსს აკადემიის FAB LAB -ში

ორგანიზატორი: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მისამართი: თბილისი, ყიფშიძის #34

 

 

გამოფენები

12:00 - მონოგრაფიების გამოფენა - ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლის პროფესორ - მასწავლებელთა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა მონოგრაფიების გამოფენა

ორგანიზატორი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 53ა

11:00-16:00 - სამეცნიერო პროდუქციის გამოფენა

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ.2

18:00 – „არ დაკარგულა “- გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა, ეძღვნება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს. გამოფენის გახსნა და წიგნების ნაწილის გადაცემა გერმანული მხარისთვის.

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/4 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

 

კონფერენციები/სიმპოზიუმები

10:00 - „ფიზიკა სტანდარტულ მოდელში და მის მიღმა“

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის # 1, თსუ პირველი კორპუსი, 06 ოთახი

10:00 - “ქალები მეცნიერებაში და ქალთა საკითხების კვლევა”

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თსუ I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, აუდიტორია 115

10:00 - „ასტროფიზიკის თანამედროვე პრობლემები III“

ორგანიზატორი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 122, II კორპუსი, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

10:00 - საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი (კულტურათა ურთიერთობების აქტუალური პრობლემები)

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3

სემინარები

 

10:00 - „ენა და კულტურა“

ორგანიზატორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 10, აუდიტორია 218

10:00 – „გენდერული საკითხები ინტერდისციპლინარულ ჭრილში“

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა

12:00 - „ფინანსური და ეკონომიკური დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის გამოწვევები საქართველოში“

ორგანიზატორი: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 53ა

12:00 - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების აქტუალური პრობლემები 2017

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის #11 თსუ მესამე კორპუსი

 

სტუდენტური კონფერენციები

10:00 - „გზა ევროინტეგრაციისკენ“

ორგანიზატორი: ევროპის უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის 76

 

  

 

26 სექტემბერი სამშაბათი

სპეციალური ღონისძიება

ქართული ანბანის დღე - ღონისძიება მოიცავს ქართული ანბანის თემაზე კონფერენცია-სემინარებს, საჯარო ლექცია-პრეზენტაციებს, გამოფენებს, პერფორმანსებს:

12:00 - სემინარი: „ქართული დამწერლობა - კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ - ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4)

12:00-17:00 - ანბანის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა - ავტორი დიმა თოფურიძე - (მ. ალექსიძის 1/4)

13:00 - საჯარო ლექცია/პრეზენტაციები - ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4)

„ქართული ანბანი - სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ასოც. პროფ. ლელა ციხელაშვილი

„ქართული ანბანი - იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდერობის ნუსხაში“ - გ. გოგოლაშვილი, ავთ. არაბული. კ. ნაცვლიშვილი

13:00 - „მსოფლიოში უნიკალური ანბანი“ - ორგანიზატორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. ღონისძიება მოიცავს რატი ამაღლობელის საჯარო ლექციას, 33 თანამედროვე ქართველი მწერლის ანბანისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაციას, GAU-ს IT ლაბორატორია GeoLab-ის მიერ ახალი ქართული შრიფტების პრეზენტაციას, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დასის მონაწილეობით ეტიუდს ქართული ანბანის შექმნის თემაზე) - (მ. ალექსიძის 1/4)

15:30 - ქართული ანბანი ქართულ ხელოვნებაში - ანბანის თემაზე შექმნილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კოლექციის პრეზენტაცია - ორგანიზატორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4)

16:15 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენის გახსნა - „ქართული ხელნაწერი“ - წარმოდგენილი იქნება ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები (ორიგინალები), რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს X-XVIIსს - (მ. ალექსიძის 1/3)

16:15 - ვიდეოპროექტის "ხელნაწერები არ იწვიან" პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოგამოსვლები ქართულ ანბანზე, ხელნაწერებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ - თამარ ჭოხონელიძე - (მ. ალექსიძის 1/3)

17:00 - ნიაზ დიასამიძის კონცერტი - ხელნაწერთა ინსტიტუტის ეზო

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისმართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3, მ. ალექსიძის 1/4

14:00 - ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული - ღონისძიება მოიცავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200“ და აკა მორჩილაძის საჯარო ლექციას: „ტატოს ცხოვრება“

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას #8, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

 

საჯარო ლექციები/პრეზენტაციები

12:00 - საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა, I კორპუსი, აუდიტორია 204

15:00 - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები და კვალიფიკაციები

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა, I კორპუსი, აუდიტორია 204

16:00 - ,,თანამედროვე ოდონტოლოგიის გამოწვევები და დაგროვილ პრობლემათა გადაწყვეტის რაციონალური გზები“ – პროფ. მარინა მამალაძე

ორგანიზატორი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, სადისერტაციო დარბაზი.

15:00 - „გლობალური ეკოლოგიის კვირეული“ – „მთიანი რეგიონების ეკოლოგიის ინოვაციური წინადადებები“:

„ატმოსფეროს თვითგაწმენდის პროცესები“ და სამრეწველო ობიექტების განლაგების ეკოლოგიური ოპტიმიზაცია“;

„მთიან რეგიონში ნალექების ვერტიკალური განაწილების კრიტიკული წერტილების განსაზღვრა“;

„სეტყვასთან ბრძოლა და ჭურვი „METKA”;

„ატმოსფეროს ტურბულენტობის ექსპერიმენტული კვლევა“;

ორგანიზატორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

მისამართი: თბილისი, კოსტავას 77, სტუ, ნიკო ნიკოლაძის დარბაზი

12:00 - თურქეთში მდებარე ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების შემსწავლელი ექსპედიციის შედეგები

ორგანიზატორი: კავკასიის უნივერსიტეტი

მისამართი: სამტრედია, რუსთაველის ქ. 2, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი

16:00 - „მრავალკვარკიანი სისტემები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში“ - პოლ სორბა (ანესის თეორიული ფიზიკის ლაბორატორია, საფრანგეთი)

ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1, 115-ე აუდიტორია

14:00 - „ახალი აღმოჩენები გრაკლიანზე“ - პროფ. ვახტანგ ლიჩელი

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

14:00 – „ქალი მეცნიერებაში - თინათინ წერეთელი, ვერა ბარდაველიძე, მარიამ ლორთქიფანიძე“ - პროფ. მინდია უგრეხელიძე, პროფ. როზეტა გუჯეჯიანი, ისტორიის დოქტ. ლევან ჯიქია

ორგანიზატორი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 53ა

16:00 – „ქართული ქრისტიანობის სათავეებთან“ - პროფ. თამილა მგალობლიშვილი, პროფ. გიორგი რამიშვილი

ორგანიზატორი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 53ა

 

ტრენინგები/მასტერკლასები

14:00 - თიხის ფორმების ჩარხზე ამოყვანის მასტერკლასი

ორგანიზატორი: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მისამართი: თბილისი, ზუბალაშვილების 47

11:00 - ტრენინგი სტუდენტებისთვის - არქეოგეოფიზიკური მეთოდებით (გეორადიოლოკაცია) დაფარული ობიექტების (ძეგლების, სამშენებლო მოედნების, მეწყრული მოვლენების და სხვ.) მოძიება და შემოკონტურება

ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, თსუ, გეოფიზიკის ინსტიტუტი

11:00 - ქართული სისხლის სამართლის ინტერნაციონალიზაციის ასპექტები

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა, აუდიტორია 422

11:00 - „ახალგაზრდა მეწარმეების შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება“

ორგანიზატორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჩარგლის ქ. 73

 

გასვლითი ღონისძიება - ექსკურსია

09:00-18:00 - შემეცნებითი ლექცია და ექსკურსია სტუდენტებისთვის გრაკლიანის გორაზე - ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: იგოეთი, გრაკლიანის გორა

 

კონკურსები/ვიქტორინები

14:00 - სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მეთოდები და ფუნქციონალური კვება როგორც ახალი მიმართულება კვების ფიზიოლოგიაში - შემეცნებითი სემინარი/ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის.

პრეზენტაცია „ქლიავის შრობის ტექნოლოგია“ - ნაზი მელანაშვილი

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

მისამართი: მცხეთა, სოფელი ჯიღაურა

 

სამეცნიერო-პოპულარული ლექციები სკოლაში

12:00 - „თანამედროვე საუბრები რუსთაველზე“ -

ორგანიზატორი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: ზუგდიდი, #6 საჯარო სკოლა

 

ღია კარის დღე

14:00 - „ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი – ტრადიციების პატივისცემით მომავლისაკენ“ - ღია კარის დღე იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში

ორგანიზატორი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, პ. სარაჯიშვილის ქ. 36

15:00 - „მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“ - ღია კარის დღე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში

ორგანიზატორი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის 8/10

14:00 - ღია კარის დღე თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან არსებული კონსერვაციის ცენტრის ლაბორატორიებში

ორგანიზატორი: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მისამართი: თბილისი, თაბუკაშვილის #5

10:00 – 18:00 - ღია კარის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში - ღონისძიება მოიცავს შემეცნებით ტურს აკადემიაში და სპეციალურ ტრენინგ პროგრამას

ორგანიზატორი: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

მისამართი: თბილისი, გმირ კურსანტების #4

 

გამოფენები

11:00-16:00 - „ქართული ხელნაწერი“ - გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შუა საუკუნეების უნიკალური ქართული ხელნაწერები.

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3

11:00-16:00 - „ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ნუსხები

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას #8, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

11:00 - სამეცნიერო პროდუქციის გამოფენა

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ.2

11:00 -16:00 - „არ დაკარგულა “- გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა, ეძღვნება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს.

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/4 თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

11:00-15:00 - რარიტეტული ლიტერატურის გამოფენა - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდში დაცული იშვიათი გამოცემების გამოფენა

ორგანიზატორი: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: გორი. ჭავჭავაძის #53. უნივერსიტეტის პირველი კორპუსი

 

კონფერენციები/სიმპოზიუმები

10:00 - „ხელოვნება, ისტორია, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში”

ორგანიზატორი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2

12:00 - „ფიზიკა სტანდარტულ მოდელში და მის მიღმა“

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის # 1, თსუ პირველი კორპუსი, 06 ოთახი

10:00 - „ასტროფიზიკის თანამედროვე პრობლემები III“

ორგანიზატორი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 122, II კორპუსი, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

10:00 - საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი (კულტურათა ურთიერთობების აქტუალური პრობლემები)

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3

 

სემინარები

10:00 - „ენა და კულტურა“

ორგანიზატორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 10, აუდიტორია 218

10:00 - „სამართალი თანამედროვე გამოწვევების წინაშე“

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა, აუდიტორია 519

10:00 - „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ტურიზმი“ -

ორგანიზატორი: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

მისამართი: ბათუმი, რუსთაველის #53

 

სტუდენტური კონფერენციები

10:00 - „გზა ევროინტეგრაციისკენ“

ორგანიზატორი: ევროპის უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის 76

11:00 - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

ორგანიზატორი: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: გორი, ჭავჭავაძის #53

 

 

 

27 სექტემბერი ოთხშაბათი

სპეციალური ღონისძიება

14:00 - სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში (იხ. პროგრამა)

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: ქუთაისი, ცენტრალური პარკი

14:00 - ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული - ღონისძიება მოიცავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200“ და საჯარო ლექციას: „ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი“ - ლევან თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას #8, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

14:00-16:00 - ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული - ღონისძიება მოიცავს ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფული ნუსხების გამოფენას „ილია ჭავჭავაძე - 180“, ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას საჯარო ლექციას „ორი სხვადასხვა ტიპის წყარო და ილიას პორტრეტი“, დიდაქტიკურ თამაშს სკოლის მოსწავლეებისთვის „არქივისტი“ - პედაგოგიკის დოქტორი ირინე გოგონაია, ხელნაწერთა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 1/3

 

საჯარო ლექციები/პრეზენტაციები

14:00 - „დიაპაზონზე დამოკიდებული ინოვაციური მოდელი: დიაპაზონზე დამოკიდებული მრავალგანზომილებიანი ადაპტირებადი რეგრესიული სპლაინი“ - ჯიჰან მერთი, ოზნურ ქიში

ორგანიზატორი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის მე-13 კმ, #2

10:00 - ენგინ აქიურექის ნოველების კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია და ავტორის შეხვედრა საზოგადოებასთან

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა

12:00 - თურქულად თარგმნილი ვაჟა-ფშაველას მოთხრობების პრეზენტაცია

ორგანიზატორი: საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 77ა

11:00 - "რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას. მიმართება ენასა და ეროვნულობას შორის" - პროფ. თინათინ მარგალიტაძე

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

17:00 - „პირველი ქართველი წმინდანი და მისი სახელი“ - ასოც. პროფ. ნანა გონჯილაშვილი

ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

12:00 - „ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა ფუნქციური პურის მეშვეობით” - ბიოლოგიის მეცნ. დოქტ. ირაკლი ჩხიკვიშვილი

ორგანიზატორი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, საბჭოების დარბაზი.

17:00 – „უპილოტო საფრენი აპარატის - დრონის გამოყენება საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებში” - გოგა ოქროპირიძე

ორგანიზატორი: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის #16

 

ტრენინგები/მასტერკლასები

10:00-13:00 - ვორქშოპი ’’ინოვაციური პოტენციალის ამაღლების ძირითადი პირობები’’

ორგანიზატორი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი

14:00 - მხატვრობის საფუძვლები - მასტერკლასი სკოლის მოსწავლეებისთვის

ორგანიზატორი: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მისამართი: თბილისი, ზუბალაშვილების 47

 

სამეცნიერო დებატები

16:00 -"კვლევაზე დაფუძნებული განათლება - ცოდნის სამკუთხედი"

ორგანიზატორი: Erasmus+ ეროვნული ოფისი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ, პირველი კორპ. აუდ. 107

16:00-18:00 - შეხვედრა მეცნიერებთან - ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე

ორგანიზატორი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის 2, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი

13:00 - აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო დისკუსია

ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 61

 

კონკურსები/ვიქტორინები

14:00 - ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევები” – კონკურსი - ვიქტორინა პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე - პროფ. ირმა მანჯავიძე

ორგანიზატორი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ, მედქალაქის ეზო

14:00 - „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ - საბავშვო ნახატების კონკურსი/გამოფენა

ორგანიზატორი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი

მისამართი: თბიილისი, გოთუას 14

13:00 - „გლობალური ეკოლოგიის კვირეული“ – „ეკოლოგიური ვიქტორინა“ კონკურსი კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში

ორგანიზატორი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #49

 

სამეცნიერო-პოპულარული ლექციები სკოლებში

12:00 - „თანამედროვე საუბრები რუსთაველზე“ -

ორგანიზატორი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: ზუგდიდი, #2 საჯარო სკოლა

 

ღია კარის დღე

14:00 - ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ორგანიზატორი: ივ.

  

გამოქვეყნებულია: 23-09-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას