საერთაშორისო 49-ე ოლიმპიადა ქიმიაში

დამთავრდა საერთაშორისო 49-ე ოლიმპიადა ქიმიაში, რომელსაც წელს ტაილადის მაჰიდოლის კამპუსი მასპინძლობდა.



ოლიმპიადა 6 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდა. მასში მონაწილოება მიიღო 78 ქვეყნის 297 უფროსკლასელმა მოსწავლემ. ოლიმპიადა მოიცავს ორ 5-5 საათიან თეორიულ და პრაქტიკულ ტურს. პრაქტიკული ტური მოიცავდა სამ, ხოლო თეორიული კი 11 ამოცანას.



საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ საბა თავდგირიძე (კომაროვის სკოლა, 12-ე კლასი), ალექსანდრე ფიჩხაძე (დემილერის კოლეჯი, 12-ე კლასი), დავით რიჟინაშვილი (დემრელის კოლეჯი, 11-ე კლას), ლევან გოჯიაშვილი (დემირელის კოლეჯი, 11-ე კლასი). ნაკრების წევრებმა ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი საგზური მოიპოვეს ეროვნულ ოლიმპიადაში და შესარჩევ ორ ტურიანი კონკურსში გამარჯვებით. საქართველოს ნაკრების მონაწილება საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.



საქართველოს ნაკრებმა წელს სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, რაც უდავოდ დიდი დამსახურებაა. ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ საბა თავდგირიძე, ალექსანდრე ფიჩხაძე და დავით რიჟინაშვილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრები დროის მცირე მონაკვეთში სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ნაკრების მენტორების ელიზბარ ელიზბარაშვილის, ვახტანგ კურცხალიასა და თინათინ ბუთხუზის დამსახურებაა.



წლევანდელი მედალოსნების მიღწევა განპირობებულია მენტორების მიერ შერჩეული წვრთნის სწორი სტრატეგიითა და მოსწავლეების თავდაუზოგავი შრომით მთელი წლის განმავლობაში.



ნაკრები მთელი წლის განმავლობაში წვრთნას გადიოდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და დემირელის კოლეჯის ბაზაზე. მოსწავლეებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ სრულად ესარგებლათ ლაბორატორიებითა და სასწავლო-სამეცნიერო დანადგარებით.



საქართველო ამ ოლიმპიადაში 2014 წლიდან მონაწილეობს და არის უკვე მოპოვებული აქვს ოთხი მედალი (საბა თავდგირიძე შარშანდელი მედალოსანიცაა) და მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. 2016 წელს ოლიმპიადას საქართველოს უმასპინძლა.



IChO-49-ის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალა, განთავსებულია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.



დაინტერესებულმა პირებმა IChO-49-ის პრაქტიკული და თეორიული ტურის ამოცანები შეუძლიათ ჩამოწერონ შემდეგი ბმულებიდამ: პრაქტიკული ტური, თეორიული ტური.



  

გამოქვეყნებულია: 04-10-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას