კახა ბენდუქიძის სახელობის სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ბიოლოგიასა და ქიმიაში

აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ივნისს ჩატარდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ბიოლოგიასა და ქიმიაში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო ცენტრების ბიოლოგიური და ქიმიური პროფილის  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბიოლოგიური და ქიმიური პროფილით ექსპერიმენტალური კვლევების წარდგენა (რეფერატული ხასიათის ნაშრომები არ მიიღება).

ფორმატი ითვალისწინებს ზეპირ და სასტენდო მოხსენებებს.

კონფერენციის მასალები (აბსტრაქტების ფორმით) გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით და განთავსდება აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ყველა სასტენდო მოხსენების (პოსტერის) დაბეჭდვას უზრუნველყოფს აგრარული უნივერსიტეტი.

იმშემთხვევაში, თუ ავტორი მითითებულ ვადებში გადააგზავნის მოთხოვნების თანახმად მომზადებულ სასტენდო მოხსენებას pdf-ფორმატში. დაგვიანებული და  არასტანდარტულ ზომებში მომზადებული პოსტერები არ მიიღება.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები იხილეთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე

  

გამოქვეყნებულია: 21-05-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას