ქეთევან კუპატაძე: ეკოლოგიური ქიმია დიდაქტიკის ჭრილში

ეკოლოგიურ ქიმიასთან დაკავშირებული თემატიკა 21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული პროცესის განვითარება კი მისი საფუძვლიანი სწავლებით იწყება. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიური ქიმიის საკითხების სწავლება სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე აუცილებელია. სტატიაში, სწორედ ამ საკითხების სწავლების მეთოდიკაა განხილული. მაგალითისთვის კი არჩეულია დაბინძურებული წყლის გაწმენიდის პროცესი ბუნებრივი გამწმენდი სისტემებით (ხელოვნური ჭაობი).  მეთოდიკა დიდაქტიკის რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება, რათა მოსწავლეთა და სტუდენტთა მოტივაცია გაიზარდოს. ეს პრინციპებია: მასალის (ინფორმაციის) დოზირებულად მიწოდება, თვალსაჩინოების  პრინციპი, საგანთაშორისი კავშირები. სტატიაში ასევე აღწერილია ლაბორატორიული სამუშაოს დროს შესასრულებელი კვლევის ჩამონათვალი. სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები ადასტურებს მათ დადებით დამოკიდებულებას ქიმიის ამ მიმართულებისადმი. ასევე იკვეთება  მათი დამოკიდებულების ცვლილება გარემოს დაბინძურების პროცესებთან მიმართებაში.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალში "განათლების მეცნიერება"

  

გამოქვეყნებულია: 19-05-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას