მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა ასტანაში.

ოლიმპიადა სტარტს აიღებს 24 აპრილს და დასრულდება 29 აპრილს. მომდინარე წელს 17 ქვეყნის უფროსკლასელი მოსწავლეები შეეცდებიან საპრიზო ადგილების დაკავებას.

საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა დაკომპლექტა შესარჩევი ტურის საფუძველზე, რომელიც მიმდინარე წლის 6 აპრილს ჩატარდა. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა უფროსკლასელმა მოსწავლემ. ოლიმპიადაზე გამგზავრების საგზურები კი ოთხმა მათგანმა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: საბა თავდგირიძე (კომაროვის სკოლა), ლექსო ფიჩხაძე, ლევან გოჯიაშვილი, დათო რიჟინაშვილი (სამივე დემირელის კოლეჯი). ეროვნული გუნდი ოლიმპიადაზე თინათინ ბუთხუზის ხელმძღვანელობით იასპარეზებს.

  

გამოქვეყნებულია: 06-05-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას