სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ბიოლოგიასა და ქიმიაში

აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით 30-31 მაისს ჩატარდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ბიოლოგიასა და ქიმიაში.



კონფერენციას კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს.



მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო ცენტრების ბიოლოგიური და ქიმიური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.



აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბიოლოგიური და ქიმიური პროფილით ექსპერიმენტალური კვლევების წარდგენა (რეფერატული ხასიათის ნაშრომები არ მიიღება).



ფორმატი ითვალისწინებს ზეპირ და სასტენდო მოხსენებებს. კონფერენციის მასალები (აბსტრაქტების ფორმით) გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით და განთავსდება აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.



დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

  

გამოქვეყნებულია: 29-04-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას