ახალი წიგნი ქიმიაში

წიგნში შეტანილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მეცნიერებათა დოქტორის — ქეთევან კუპატაძის სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, რომლებიც 2014-2016 წლებში დაიბეჭდა ინტერნეტ გაზეთ „მასწავლებელში“.

სტატიებში მნიშვნელოვანი ქიმიური თემები პოპულარული ფორმით არის გადმოცემული. თითოეული განხილული საკითხი ქიმიის ისტორიასთან და ლიტერატურასთან არის დაკავშირებული. ასე, რომ მათი მეშვეობით ქიმიის, ისტორიის და ლიტერატურის მასწავლებლებს ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობაც ექნებათ. გარდა ამისა, რიგ სტატიებში აღწერილია საინტერესო ქიმიური ცდები, რომელთა ჩატარებაც ქიმიის გაკვეთილზეა შესაძლებელი. სახალისოდ არის აღწერილი ადამიანის ორგანიზმში მიმ¬დინარე ბიოქიმიური პროცესები და ჯანსაღი კვება.

სტატიები მოიცავს არაორგანულ, ორგანულ, ბიოქიმიურ და ეკოლოგიური ქიმიის თემატიკას.

  

გამოქვეყნებულია: 28-04-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას