მენდელეევის სახელობის ქიმიის საერთაშორისო 51-ე ოლიმპიადის შესარჩევი ტური

მიმდინარე წლის 23-30 აპრილს ქალაქ ასტანაში (ყაზახეთი) ტარდება მენდელეევის სახელობის საერთაშორისო 51-ე ოლიმპიადა ქიმიაში.

ოლიმპიადა მოიცავს ორ თეორიულ და ერთ ექსპერიმენტულ ტურს.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში შედის 4 უფროს კლასელი მოსწავლე და ერთი მენტორი. გუნდის ცხოვრებისა და კვების ხარჯებს ანაზღაურებს საორგანიზაციო კომიტეტი.



საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური ჩატარდება 2017 წლის 6 აპრილს 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში (აუდიტორია 301).

გამოცდის ხანგრძლივობა: 5 საათი

გამოცდის ენა: ინგლისური

მისამართი: 69 კოსტავას ქუჩა, თბილისი.



ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტება რეიტინგული სიის პირველი ოთხი მოსწავლით, რომელიც დამატებით მოიპოვებს დაფინანსებას სკოლიდან (მგზავრობის ხარჯებს).



დაინტერესებულმა მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.



ოლიმპიადის ამოცანების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე.



ოლიმპიადის ოფიციალური ვებ გვერდი

  

გამოქვეყნებულია: 23-04-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას