სემინარი: "დედამიწა-ჩვენი საერთო სახლია"

2011 წლის 8 დეკემბერს სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კომპიუტერულ ცენტრში საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა სემინარი "დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია".

სემინარი ორგანიზებული იყო სრული პროფესორის რეზო კლდიაშვილის მიერ. მოხსენებები გააკეთეს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2 კურსის სტუდენტებმა დავით დადიანმა, მიხეილ კირცხალიამ და ლადო გუგუშვილმა. სტუდენტების მიერ სემინარზე გამოტანილი იქნა ბიბისი-ს სამეცნიერო პოპულარული ფილმები "მზე - ოქროს დისკი", "მზის სისტემის პლანეტების ქიმიზმი", "დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი" ქართული გახმოვანებით.

სემინარს ესწრებოდნენ სტუ-ს სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.

  

გამოქვეყნებულია: 23-12-2011




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას