წიგნის "ქიმია ყველასათვის" პრეზენტაცია

2015 წლის 10 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნის "ქიმია ყველასათვის" პრეზენტაცია.

ღონისძიება აწსუ-ს ქიმიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალი, სტუდენტები, იმერეთის რეგიონის ქიმიის პედაგოგები და გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესორმა ინგა ბოჭოიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პროფესორ ელიზბარ ელიზბარაშვილის, პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ხელმღვანელის, ვებ-პორტალის www.chemistry.ge ავტორის, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების ხელმძღვანელის, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ქიმიის პოპულარაზიის საქმეში.

აწსუ რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ, მადლობა გადაუხადა ბატონ ელიზბარს ჩამობრძანებისთვის და გამოითქვა მომავალი ურთიერთანამშრომლობის სურვილი.

შეხვედრაზე წიგნის შესახებ ვრცლად ისაუბრეს: შეხვედრის ორგანიზატორმა, პროფესორმა ციცინო თურქაძემ, აგრარული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა, პროფესორებმა კოტე სირბილაძემ და მანანა ქარჩავამ, ასოცირებულმა პროფესორებმა ელენე გამყრელიძემ და ნინო კახიძემ, ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორმა ნანა შენგელიამ.

სკოლებში ქიმიის სწავლების პრობლემებისა და ასეთი შეხვედრების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სკოლის პედაგოგებმა მარინა ისკაკოვამ (ქუთაისის N 33 სკოლა) და ნაილი მჟავანაძემ (ბაღდათის N 1 სკოლა).

ჟურნალ ,,მასწავლებლის’’ მთავარმა რედაქტორმა, ნატო ინგოროყვამ, მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას ბატონი ელიზბარის მიერ გაწეული სამუშაოს სათანადოდ შეფასებისა და გულთბილი მასპინძლობისათვის.

შეხვედრის დასასრულს ავტორმა საუნივერსიტეტო კონფერენციაში გამარჯვებული ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიისა და ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიისა სტუდენტებს საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცა.

აწსუ რექტორთან, პროფესორ გიორგი ღავთაძესთან შეხვედრისას მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.

შეხვედრა გაიმართა აწსუ საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორგანიზებით.

მასალა მომზადებულია Akaki Tsereteli State University მიხედვით

  

გამოქვეყნებულია: 17-09-2015




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას