WASTEnet-ის მორიგი სემინარი

ა.წ. 15-17 აპრილს ქალაქ ოდესაში პროექტის “A Black Sea network promoting integrated natural Wastewater Treatment systems – WASTEnet” მორიგი სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. პროექტის და შესაბამისად სემინარის თემა ჩამდინარე წყლების ბუნებრივ გამწმენდ სისტემებს შეეხება.

საქართველოში ამ მხრივ გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ აქტივობები იგეგმება. ივნისში საბერძნეთის ქალაქ კავალაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია წყლის გაწმენდის საკითხებზე. სექტემბრის მეორე ნახევარში კი თბილისში ჩატარდება ანალოგიური ტექნიკური სემინარი, სადაც ამ სფეროს საერთაშორისო ექსპერტები დაწვრილებით ისაუბრებენ ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ტექნოლოგიაზე.

პროექტში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე. აქვე გთავაზობთ ოდესაში ვიზიტის დროს მისი და ერევნის ამერიკის ინსტიტუტის სპეციალისტის ვარდან მელიქიანის ინტერვიუს ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიის საღამოს ეთერში.

იხილეთ ვიდეო.

  

გამოქვეყნებულია: 12-06-2015




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას