ვაკანსია

შპს „აკვაკულტურის ტექნოლოგიების ცენტრი-საქართველო“, რომელიც არის ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, ეძებს მოტივირებულ, გამოცდილ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, თანამშრომელს, სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.

სასურველმა კანდიდატმა უნდა შეძლოს: ექსპერიმენტებისათვის საჭირო ინფორმაციის (სამეცნიერო ნაშრომები, რეაგენტები, ხელსაწყოები, მოწყობილობები და სხვა) მოძიება ქართულ და ინგლისურ ენაზე, ექსპერიმენტების დაგეგმვა, ჩატარება და პერიოდულად შედეგების გაცნობა ხელმძღვანელისათვის, ინგლისურ ენაზე წერა (ინტერნეტის გამოყენებით). ასევე უნდა შეძლოს: დნმ/რნმ გამოყოფა, PCR, კლონირება, დნმ-ის თანმიმდევრობის განსაზღვრის შემდეგ შედარებითი ანალიზის გაკეთება, საჭირო მონაცემთა ბაზების გამოყენება, თევზების ქვირითზე მიკროინექციების გაკეთება, თევზის ემბრიონების ზრდის მონიტორინგი, მიკროსკოპზე ფოტოგრაფირება და ა.შ.

შერჩეული კანდიდატის ფუნქციებში შევა: თევზების სისტემის გამართულ მუშობაზე, სისუფთავეზე (რაც მოიცავს სისტემისა და წყლის პერიოდულ მონიტორინგს), თევზების კვებაზე (საჭიროების შემთხვევაში შაბათ-კვირის ჩათვლით), შეჯვარებაზე და გაზრდაზე ზრუნვა.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც გააჩნია დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ორგანიზებულია და უყვარს სიზუსტე, გამოცდილება აქვს გენურ ინჟინერიაში და/ან უმუშავია თევზის ქვრითში მიკროინექციებზე, მიკროსკოპზე ფოტოგრაფირებაში.

შერჩეულ კანდიდატს თავდაპირველად ჩაუტარდება ტრეინინგი, რაც უშუალოდ თევზებთან იქნება დაკავშირებული. ასევე მჭიდრო ურთიერთობა ექნება ხელმძღვანელთან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს კონსულტაციებს ექსპერიმენტებისათვის საჭირო სხვადასხვა მეთოდებზე. გარდა ამისა ლაბორატორიაში მუშაობა შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობას მისცემს აითვისოს თანამედროვე მეთოდები მოლეკულურ ბიოლოგიასა და გენეტიკაში.

ანაზღაურება მოხდება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე) მისამართზე: ztsetskhladze@aquatechcenter.com ან zut555@gmail.com

მომდევნო ეტაპი იქნება გასაუბრება. შემდეგ შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრეინინგს და იმუშავებს საცდელი ვადით, ანაზღაურებით.

  

გამოქვეყნებულია: 11-05-2015




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას