სიახლეები

 

სტუდენტთა 79-ე ღია სამეცნიერო კონფერენციის II ეტაპი

დასრულდა სტუდენტთა 79-ე ღია სამეცნიერო კონფერენციის II ეტაპი.

კონფერენციაზე სხვადასხვა სექციებთან ერთად იმუშავა ქიმიის სექციამაც. კონფერენციის მე-2 ეტაპზე მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სტუდენტმა, რომელთაც წარმატებით გადალახეს კონფერენციის პირველი ეტაპი.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ სტუდენტთა 79-ე ღია სამეცნიერო კონფერენციის II ეტაპის გამარჯვებულ სტუდენტებს: ხათუნა მამაიაშვილს, ირაკლი მოსულიშვილს, გურანდა ავქოფაშვილს და ირინა ქავთარაძეს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მომავალშიც აქტიურად აპირებს სტუდენტთა კონფერენციებში მონაწილეობას და მისი მხრიდან მხარდაჭერილი და წახალისებულ იქნება ყველა წარმატებული სტუდენტი.

 

 

გამოქვეყნებულია: 27-07-2011