შესარჩევი ტური ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები გაიმართება).

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.).

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

მათემატიკა - 26 -27 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ბიოლოგია - 26-27 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ფიზიკა - 29-30 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).
მათემატიკა - 3-4 მაისი - მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ქიმია - 3-4 მაისი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ფიზიკა - 6-7 მაისი - მესამე და მეოთხე (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).

2014 წელს საქართველო დელეგაციებს შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენს:
ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 45–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2014(ყაზახეთი, ასტანა 13-21 ივლისი)
ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2014 (სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი 3-13 ივლისი)
გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2014 (ტაივანი, ტაპაი 13-20 ივლისი)
დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2014 (ინდონეზია, ბალი 6-13 ივლისი)
ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2014 (ვიეტნამი, ჰანოი 20-29 ივლისი)).

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

  

გამოქვეყნებულია: 10-06-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას